თურქეთში პენსიონერებს წინასაარჩევნოდ 244 აშშ დოლარით დაასაჩუქრებენ

საქართველო, თბილისი - 12:58 | 02.05.2018
ნანახია: 901

თურქეთის ხელისუფლება წინასაარჩევნოდ პენსიონერებს 244 აშშ დოლარით დაასაჩუქრებს. თურქეთის პრემიერ-მინისტრის ბინალი ილდირიმის განცხადებით, ფინანსურ დახმარებას თურქეთის მოსახლეობის დაახლოებით 15 %, 12 მლნ პენსიონერი მიიღებს.

მმართველი პარტია გარდა 244 აშშ დოლარისა, პენსიონერებს კიდევ სხვადასხვა ფინანსურ შეღავათებს ჰპირდება.

ოპოზიციის განცხადებით ერდოღანი და მისი გუნდი ამ გზით ამომრჩევლების მოსყიდვას ცდილობენ.

ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები თურქეთში 24 ივნისს გაიმართება. არჩევნებში ერდოღანის გამარჯვების შემთხვევაში, მისი უფლებამოსილება კიდევ უფრო გაიზრდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე