ბრიყვია, ვისაც ვარდების რევოლუცია მისი მონაწილე პირების ბიოგრაფიის ნაწილი ჰგონია, - გიგი უგულავა

საქართველო, თბილისი - 12:15 | 02.05.2018
ნანახია: 1153

ბრიყვია, ვისაც ვარდების რევოლუცია მისი მონაწილე პირების ბიოგრაფიის ნაწილი ჰგონია, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ვარდების მოედანისთვის სახელის გადარქმევის  ინიციატივას.

უდიდესი სიბეცე და ამორალობაა ისტორიის უნიჭო გადაწერის ეს მცდელობა. ბრიყვია, ვისაც ვარდების რევოლუცია მისი მონაწილე პირების ბიოგრაფიის ნაწილი ჰგონია. ფარისეველია, ვინც უკრაინაში და სომხეთში თავისუფლების სიოს ადიდებს და საკუთარი ქვეყნის ისტორიას საშლელით მიადგა. პუტინის ფობიების მიმდევარია, ვისაც ფერად რევოლუციებზე ელეთმელეთი ეუფლება. ვარდების რევოლუცია სწორედ რომ პირველი რესპუბლიკის, თავისუფლების, სულისკვეთებაა, რასაც ასე უნიჭოდ აპირისპირებთ. ვარდების რევოლუცია - ხალხის მონაპოვარია. ხალხის, რომელმაც უთხრა კმარა კორუფციას, ჩამორჩენილობას. ხალხის, რომელმაც ირწმუნა რომ შეუძლია ქვეყნიდან სახელმწიფოს შექმნა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მიესალმება საკრებულოს ინიციატივას, რომელიც ვარდების რევოლუციის მოედნისთვის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელის მინიჭებას ეხება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე