ერევანში საავტომობილო მოძრაობა შეწყვეტილია

საქართველო, თბილისი - 11:49 | 02.05.2018
ნანახია: 858

ერევანში საავტომობილო მოძრაობა ბაქტობრივად შეწყვეტილია. არ მუშაობს მეტროპოლიტენი.

ერევნის ყველა რაიონის მცხოვრები შეიურთდა  ოპოზიციის ლიდერის ნიკოლ ფაშინიანის ეროვნული დაუმორჩილებლობისკენ მოწოდებას.

გადაკეტილია ერევნისკენ მიმავალი საავტომობილო გზები, ბლოკირებულია სახელმწიფო უწყებების - იუსტიციის, კულტურისა და განათლების სამინისტროების შესასვლელები.

პროტერტს შეუერთდნენ ერევნის საერთაშორისო აეროპორტის თანმშრომლებიც.

გუშინ სომხეთი პარლამენტმა ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრად ვერ აირჩია. მისი კანდიდატურა ერთადერთი იყო, მაგრამ ფაშინიანს ხმა მხოლოდ 45 დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგ კი 56-მა. ფაშინიანს მხარი რესპუბლიკურმა პარტიამ არ დაუჭირა, რომელიც პარლამენტში უმრავლესობას წარმოადგენს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე