საქართველოში 9 რომი, 2 პარიზი და 1 ნორვეგია ცხოვრობს

საქართველო, თბილისი - 11:42 | 02.05.2018
ნანახია: 1097

სახელმწიფო სერვისების ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, რომი საქართველოს ცხრა მოქალაქეს ჰქვია, პარიზ - 2-ს, ხოლო ნორვეგია კი - 1-ს.

გეოგრაფიული დასახელებების სიყვარული, როგორც ჩანს მხოლოდ რომით, პარიზითა და ნორვეგიით არ შემოიფარგლა, რადგან საქართველოს მოქალაქეებს შორის ცხოვრობენ - 55 ფლორიდა, 42 ფლორენცია, 6 ლოზანა, 20 ლიმა, 49 ადელაიდა, 15 დანია და 36 ირანი.

2016 წლის, 1 იანვრის მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით, 3 720 400 ადამიანი ცხოვრობს. აქედან, მამაკაცების უმრავლეობას, 189 585 მოქალაქეს გიორგი ქვია. რაც შეხება ქალთა სახელებს, პირველ ადგილს ნინო იკავებს, რადგან ამ სახელით 114 281 მოქალაქეა დარეგისტრირებული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე