პარიზში არეულობების შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 11:33 | 02.05.2018
ნანახია: 750

პარიზის პოლიციამ არეულობების შედეგად 276 ადამიანი დააკავა, მათგან 102 კერ კიდევ პოლიციის განყოფილებებში იმყოფებიან.

როგორც ძალოვან უწყებაში აღნიშნეს, წინასწარი მონაცემებით 1 მაისს არეულობების შედეგად დაზიანდა 31 მაღაზია, 16 ავტომობილი, მათგან 6 დამწვარია. ამის გარდა პოლიციასთან შეტაკების შედეგად დაიჭრა ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი სპეცდანიშნულების რაზმის წევრი.

პარიზში საპირველმაისო დემონსტრაცია პოლიციასთან შეტაკებით და მასობრივი არეულობებით დასრულდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. აქციის მონაწილეებმა  სამართალადამცველებს ბოთლები და ქვები ესროლეს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უწესრიგობების მონაწილეების ქმედებები დაგმო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე