ნიკოლ ფაშინიანმა მხარდამჭერებს სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა

საქართველო, თბილისი - 11:01 | 02.05.2018
ნანახია: 852

სომხეთში ოპოზიციის ლიდერმა, ნიკოლ ფაშინანმა მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ეროვნული საბჭოს დეპუტატების უმეტესობამ მას მხარი არ დაუჭირა, სახელმწიფო მოხელეებს გაფისცვისკენ, ხოლო აქციის მონაწილეებს სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ და ქალაქის ყველა ცენტრალური გზის, ხიდისა და ქუჩის გადაკეტვისკენ მოუწოდა.

აქციის მონაწილეებმა უკვე ბლოკირება მოახდინეს ყველა ცენტრალური ქუჩის, ხიდის და საერთაშორისო გზების. აღსანიშნავია, რომ ძირითადად სტუდენტები აქტიურობენ. 

იმის გამო, რომ აეროპორტმდე მოსასვლელი გზა ბლოკირებულია, ხალხი იძულებულია რამდენიმე ასეული მეტრი ფეხით გაიაროს.

თავის მხრივ, ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო მიზნად ისახავს უზრუნველყოს სამხედრო ტექნიკის განლაგება, რათა დაიცვას ქვეყნის უსაფრთხოება. 

ცნობისთვის, ოპოზიციის ლიდერმა ნიკოლ ფაშინიანმა, რომელიც გუშინ არ იქნა არჩეული ქვეყნის პრემიერ-მინისტრად, მან 45 ხმა დააგროვა აუცილებელი 53-ის ნაცვლად, მოუწოდა თავის მომხრეებს 2 მაისს დილიდან ჩაეტარებინათ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ტოტალური აქცია. კანონის თანახმად, ერთი კვირის შემდეგ პარლამენტი კვლავ შეეცდება აირჩიოს პრემიერ-მინისტრი, წინააღმდეგ შემთხვევაში ავტომატურად გაუქმდება. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე