თბილისში ავტოავარიის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა

საქართველო, თბილისი - 11:00 | 02.05.2018
ნანახია: 1105

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს "ნისანისა" და "კადილაკის" მარკის ავტომობილი შეეჯახა, რის შემდეგაც ერთ-ერთი მანქანა გაჩერებულ ავტომობილს, მეორე კი ბოძს შეეჯახა. 

შემთხვევის შედეგად დაშავებულია ერთი ადამიანი. 

მიმდინარეობს გამოძიება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე