სკოლებში მანდატურების უფლებამოსილება გაიზრდება

საქართველო, თბილისი - 21:43 | 01.05.2018
ნანახია: 831

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელის თანახმად  იზრდება სკოლის მანდატურის უფლებამოსილება და წესრიგის დაცვასთან ერთად მას დაევალება სკოლის ტერიტორიაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფაც. ცვლილებები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა წარადგინა.

„ამ კანონპროექტის მიზანია უსაფრთხო გარემოს შექმნა როგორც სკოლებში, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე და შსს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებს  შორის კოორდინაციის გაზრდა დანაშაულის პრევენციის მიმართულებით. საუბარია მოზარდთა შორის დანაშაულის პრევენციაზე. ამ მიზნით კანონში საკმაოდ ბევრი და მნიშვნელოვანი ცვლილება ხორციელდება“,-განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შემოთავაზებული ცვლილებებით სკოლაში არ შედი პოლიცია და ასევე, მაქსიმალურად არის დაცული ბალანსი მანდატურის უფლებებსა და მოსწავლის უფლებებს შორის.

კანონპროექტის მიხედვით, იცვლება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის დანიშვნის წესი. კერძოდ, მანდატურს დანიშნავს და გაათავისუფლებს საჯარო მანდატურის სამსახურის უფროსი.

შემოთავაზებული ცვლილებები ითვალისწინებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის უფლებამოსილების მინიჭებას, დაამტკიცოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე