რუსთაველზე მომხდარი დაჭრასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

საქართველო, თბილისი - 20:52 | 01.05.2018
ნანახია: 917

მიმდინარე წლის 1 მაისს თბილისში, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა 29 წლის გ.ს.-ს და 20 წლის ა.ხ.-ს, სავარაუდოდ, ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა.

ორივე პირი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. პირველადი ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დამნაშავე პირის დადგენისა და დაკავების მიზნით, აქტიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე