საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრმა 15:00 საათიდან 18:00 საათამდე 250 მოქალაქე მიიღო

საქართველო, თბილისი - 20:23 | 01.05.2018
ნანახია: 944

საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრმა 15:00 საათიდან 18:00 საათამდე 250 მოქალაქე მიიღო.  ახლადგახსნილმა ცენტრმა ე.წ. „მე-12 ოთახი“ ჩაანაცვლა. პირველ ეტაპზე,  ერთიანი მომსახურების ცენტრი,  ნაცვლად 4 სხვადასხვა ადგილისა, მოქალაქეებს საჭირო საპოლიციო მომსახურებას ერთ სივრცეში გაუწევს.

საპატრულო პოლიციის  ერთიანი მომსახურების ცენტრში  თავმოყრილია 50-მდე სერვისი, მათ შორის, მომსახურების სააგენტოს გარკვეული სერვისები.

აღსანიშნავია, რომ ცენტრში  დანერგილია დოკუმენტბრუნვის და საქმისწარმოების ახალი, ელექტრონული სტანდარტი, რაც ხელს შეუწყობს მოქალაქეებისთვის ხარისხიანი და ეფექტიანი სერვისების მიწოდებას.

ასევე, ამოქმედდა საინფორმაციო სატელეფონო ცენტრი – 2 41 42 42, რომელიც მოქალაქეებისთვის საჭირო ინფორმაციისა და გარკვეული სერვისების ოპერატიულად მიწოდებას უზრუნველყოფს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე