"ავერსი" სპეციალური შეკვეთით თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანას აგრძელებს
საქართველო, თბილისი - 19:41 | 01.05.2018 ნანახია: 1412ავერსი აგრძელებს სპეციალური შეკვეთით თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანას.
როგორც „ავერსის“ განცხადებაშია აღნიშნული, გუშინ ერთ–ერთი ტელევიზიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთის ტერიტორიაზე გარკვეული მედიკამენტები უფრო იაფია ვიდრე საქართველოში.
„ზოგიერთ მედიკამენტთან დაკავშირებით ეს სიმართლეს შეესაბამება და ავერსი არ უარყოფს ამ ინფორმაციას. რაც შეეხება კონკრეტულ პრეპარატს, რომელზეც იყო საუბარი, მინდა მოგახსენოთ შემდეგი:
ციტოლესი 10მგ #28 ტაბლეტის თვითღირებულება თურქული ქარხანა „აბდიიბრაჰიმიდან“ არის 46,74 ლარი. აფთიაქში მაქსიმალური საცალო ფასია 74,77 ლარი, მინიმალური საცალო ფასია 56,40 ლარი, დარიცხვა 20%.
ციტოლესი 10მგ #56ტაბლეტის თვითღირებულება იმავე ქარხნიდან არის 56,10 ლარი. აფთიაქში მაქსიმალური საცალო ფასია 88 ლარი, მინიმალური საცალო ფასია 67,50 ლარი, დარიცხვა 20%.
თუ თურქეთში ეს წამალი კიდევ უფრო იაფი ღირს, ეს განპირობებულია იმით, რომ მსგავსი მედიკამენტები სპეციალური ლიცენზიით მზადდება. ამ ლიცენზიით მედიკამენტები მხოლოდ თურქეთის ტერიტორიაზე იყიდება და მათი ექსპორტი არ არის შესაძლებელი. ჩვენ ქარხნის ფასს ვამატებთ 20% -ს - მინიმუმს, რაც აფთიაქის არსებობისთვის აუცილებელია.
წლებია, ავერსს ძვირად ღირებული და ონკოლოგიური პრეპარატები, რომლებიც თურქეთში სპეციალური ლიცენზიით იწარმოება, მომხმარებლებისთვის ჩამოაქვს ფორმა 100-ით, ყოველგვარი ფასნამატის გარეშე. ამას კომპანია ყოველდღიურად აკეთებს და მომავალშიც გააგრძელებს.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ დარეკოთ ნომერზე: 5 77 74 74 27 ან 2 500 700 (1138)“, აღნიშნულია „ავერსის“ განცხადებაში.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა