ჩინეთი საქართელოს 26 მლნ იუანის ოდენობის გრანტს გამოუყოფს

საქართველო, თბილისი - 12:26 | 30.11.2015
ნანახია: 1634

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა კომბინირებული სატრანსპორტო საინსპექციო სისტემის შეძენის მიზნით საქართველოს 26 მილიონი იუანის ოდენობის გრანტს გამოუყოფს.

საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია აღნიშნულის თაობაზე ცნობად იქნა მიღებული და ფინანსთა სამინისტროს ჩინეთის ელჩის ნოტის ტექსტზე თანხმობა მიეცა.

ჩინურ მხარესთან კონსულტაციები უნდა აწარმოონ და შესაბამისი დოკუმენტები გააფორმონ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და შემოსავლების სამსახურმა. გრანტის მიმღებ ორგანოდ სწორედ შემოსავლების სამსახური არის განსაზღვრული. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე