ავღანეთში bbc--ის ჟურნალისტი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 11:00 | 01.05.2018
ნანახია: 791

ავღანეთში ჰოსტის პროვინციაში bbc--ის ჟურნალისტი აჰმად შაჰი მოკლეს. ის 29 წლის იყო და bbc-ის ავღანეთის ბიუროში ერთ წელზე მეტ ხანს მუშაობდა.

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, ჟურნალისტს უცნობმა შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.

ადგილობრივმა მცხოვრებლებმა bbc-ის განუცხადეს, რომ თვდასხმის დროს შაჰი ველოსიპედით გადაადგილდებოდა. ჟურნალისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.

შემთხვევის დროს აჰმად შაჰი მისთვის ნაცნობ და უსაფრთხო ადგილზე იმყოფებოდა. ის bbc-ის უკვე მეხუთე ჟურნალისტია, რომელიც ავღანეთში ბოლო 25 წლის განკმავლობაში დაიღუპა.

გუშინ ჰოსტისა და ყანდაარის პორვინციებში მომხდარ ტერაქტების სერიას 40-მდე ადამიანი ემსხვერპლა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე