საქართველოში ვიზიტით ევროკავშირის ექსპერტები იმყოფებიან

საქართველო, თბილისი - 12:14 | 30.11.2015
ნანახია: 1818

საქართველოში სამუშაო ვიზიტით ევროკავშირის ექსპერტები იმყოფებიან. დელეგაციის წევრებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია შეხვდა. 
ვიზიტის ფარგლებში ექსპერტები საქართველოში კატასტროფების რისკების მართვის კუთხით არსებულ სიტუაციას შეისწავლიან, რის შემდეგაც შესაბამის რეკომენდაციებს მოამზადებენ. ასევე მოხდება რისკების შეფასების ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება, ანთროპოგენური და ბუნებრივი კატასტროფების რისკების შეფასება.
"ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის ექსპერტები გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ადრეული შეტყობინების სისტემებთან დაკავშირებულ ლაბორატორიულ კვლევებს გაეცნენ. ევროკავშირის ექსპერტები შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის – 112-ის მუშაობას ადგილზე გაეცნობიან. შესაბამის რეკომენდაციებს ევროკავშირის ექსპერტები მომავალი წლის აპრილის თვეში წარმოადგენენ", - აცხადებენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე