ირაკლი ღარიბაშვილმა ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურის ოჯახს მიუსამძიმრა

საქართველო, თბილისი - 15:22 | 24.09.2015
ნანახია: 1861

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურის, ვასილ ყულჯანიშვილის ოჯახს მიუსამძიმრა.

მთავრობის მეთაურმა გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ახლობლებს თანადგომა აღუთქვა.

„ვუსამძიმრებ შეიარაღებულ ძალებს და მთელს საქართველოს, ჩვენს ერს, ვინაიდან, ვასილი არის ჩვენი გმირი ჯარისკაცი, რომელიც გმირულად დაიღუპა ავღანეთში. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი მისი სულის წინაშე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის დავალებით, დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს ფინანსთა სამინისტრო კანონით განსაზღვრულ 100 ათას ლარს გამოუყოფს, ხოლო გარდაცვლილის სამშობლოში გადმოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს თავდაცვის სამინისტრო დაფარავს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე