საკირეს ტყეში ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება

საქართველო, თბილისი - 10:21 | 01.05.2018
ნანახია: 850

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეს ტყეში ხანძარის ჩაქრობას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. 

განადგურებულია დაახლოებით ნახევარ ჰექტარამდე ტყის ფართობი. მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო ჯგუფები, ხანძრის ლოკალიზებას 30 მეხანძრე-მაშველი ცდილობდა.

ვითარების სირთულისა და რთული რელიეფური მდგომარეობის გამო საჭირო გახდა თბილისიდან დამატებითი ძალის გამოძახებაც.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე