ბორჯომში, სოფელ საკირესთან ტყეში ხანძარია

საქართველო, თბილისი - 23:00 | 30.04.2018
ნანახია: 756

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეს მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში ხანძარია. ამის შესახებ ინფორმაციას პირველ არხი ავრცელებს. პირველ არხს ხანძრის შესახებ ინფორმაცია ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ლიპარტიამ დაუდასტურა.

მისივე ინფორმაციით, ხანძრის კერა დასახლებული პუნქტიდან მოშორებითაა და ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფები, თუმცა ბორჯომის მერის თქმით, ცეცხლი მიუვალ ადგილზეა და ხანძრის კერასთან მიახლოება ვერ ხერხდევა. შესაბამისად, უცნობია, რა ფართობზეა გავრცელებული ცეცხლი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე