ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მეტრო არ გაჩერდეს - კახა კალაძე

საქართველო, თბილისი - 16:26 | 30.04.2018
ნანახია: 739

მეტრო იმუშავებს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მეტრო არ გაჩერდეს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მეტროს არანაირი პარალიზება არ მოხდება.

„ამ ადამიანების მხრიდან არის მოთხოვნა ხელფასების გაზრდაზე, ჩვენ ავუხსენით არსებული ეკონომიკური მდგომარეობა. 1300 ლარი, 1400 ლარი, ეს შეიძლება არ იყოს დიდი ხელფასი, თუმცა ჩვენ გვყავს ადამიანები, ვისაც არანაკლები პასუხისმგებლობა აქვთ და იღებენ 700 ლარს, 800 ლარს, 400 ლარს. ნამდვილად გულდასაწყვეტია ეს მიდგომები. უცებ, ადამიანების რამოდენიმე კაციანი ჯგუფი გამოდის და ითხოვს ხელფასების მატებას. არანაირი პარალიზება არ მოხდება, მეტრო იმუშავებს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მეტროს გაჩერება არ მოხდეს. ჩვენ გვყავს ადამიანები, რომლებსაც არანაკლები პასუხისმგებლობა აქვთ და აქვთ გაცილებით ნაკლები ხელფასები”, – განაცხადა კახა კალაძემ, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე დღეს შეუძლებელია, რაიმე თანხების მატებაზე საუბარი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე