იანვარ-მარტში ტურიზმიდან შემოსავლები წლიურად 28.8%-ით გაიზარდა და 560.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
საქართველო, თბილისი - 14:38 | 30.04.2018 ნანახია: 975საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების პოზიტიურ დინამიკაზე ისაუბრა. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, პირველ კვარტალში დაფიქსირებულ ეკონომიკის 5.2%-იან ზრდაში მნიშვნელოვანი წილი ტურიზმის სექტორზე მოდის.
დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, გაიზარდა შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან, კერძოდ, მარტში ტურიზმიდან შემოსავლები წლიურად 31.3 პროცენტით (56.3 მლნ. აშშ დოლარით) გაიზარდა და 236.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების წვლილმა ეკონომიკურ ზრდაში დაახლოებით 3.3 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ამასთან, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან შემოსავლები წლიურად 28.8%-ით (125.5 მლნ. აშშ დოლარით) გაიზარდა და 560.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
რაც შეერხება, ვიზიტორების რაოდენობას, იანვარ-მარტში 15.5 პროცენტით გაიზარდა და 1,463.6 ათასი შეადგინა, მათ შორის ტურისტების რაოდენობა 28.2 პროცენტით გაიზარდა. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ვიზიტორების რაოდენობის ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: ესპანეთი (ზრდა 79%), გაერთიანებული სამეფო (53%), ნიდერლანდები (46%), გერმანია (27%), საფრანგეთი (24%) და სხვა.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა