კიბოთი დაავადებულმა ჯონ მაკკეინმა სიძეს ქალიშვილზე ზრუნვა სთხოვა

საქართველო, თბილისი - 13:15 | 30.04.2018
ნანახია: 820

ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა, რომელსაც გასულ წელს  თავის ტვინის სიმსივნე დაუდგინეს, სიძეს ჟურნალ The Federalist-ის გამომცემელს ბენ დომენეკს ქალიშვილზე- მეგანზე მზურნველობა სთხოვა. დომენეკმა ამის შესახებ ტვიტერში დაწერა, თუმცა მალევე წაშალა.
„დღეს ჯონი გადამეხვია. მთხოვა მეგანზე მეზრუნა. ვუთხარი, რომ ვიზრუნებდი. ჯანდაბაშიც წასულხართ, უსულგულო შეშლილებო, გაემგზავრეთ ჯოჯოხეთში“, - დაწერა დომენეკმა

მედიის ცნობით, დომენეკმა პოსტი პუბლიკაციიდან საათნახევრის შემდეგ აიღო. გაურკვეველია, რამ უბიძგა მას ასეთი პოსტის დაწერისკენ.

ცოტა ხნის წინ 8 1წლის მაკკეინი საავდმყოფოში ნაწლავების ინფექციური დაავადების გამო მოხვდა. მას ოპერაცია გაუკეთდა. სენატორის ცოლის თქმით, ოპერაციის შემდეგ ის თავს კარგად გრძნობდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე