მორიგი აფეთქება ავღანეთში - დაღუპულია 11 მოსწავლე

საქართველო, თბილისი - 13:38 | 30.04.2018
ნანახია: 1005

თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ავღანეთის ყანდაღარის პროვინციაში აამოქმედა. დაიღუპა მედრესეს 11 მოსწავლე.
აფეთქება უცხოელების შეიარაღებული ძალების ავტოკოლონასთან მოხდა. მედიის ცნობით, ტერორისტების სამიზნეს რუმინელი სამხედროების ავტოკოლონა წარმოადგენდა, რომლებიც  ავღანეთში ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში იმყოფებიან. დაიჭრა ექვსი სამხედრო მოსამსახურე.
აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

ორშაბათს დილით ორი აფეთქება მოხდა ქაბულშიც. ბოლო მონაცემებით დაიღუპა 29 ადამიანი. მათ შორის შვიდი ჟურნალისტია. 40-ზე მეტი დაშავდა. ორმაგ ტერაქტზე პასუხიმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე