პარიზის უნივერსიტეტიდან 50 ადამიანის ევაკუირება მოხდა

საქართველო, თბილისი - 12:56 | 30.04.2018
ნანახია: 754

50-მდე ადამიანი, რომლებსაც პარიზის უნივერსიტეტის - ახალი სორბონას ტერიტორია ჰქონდათ ბლოკირებული პოლიციამ გამოიყვანა.

 „სამართალდამცველბი ჩაერივნენ იმაში, რომ, ევაკუირება მოეხდინათ 50 ადამიანის, რომლებსაც კაპმუსი Censier-ი ჰქონდათ ოკუპურებული“, - ნათქვამია სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელობის განცხადებაში.

აღნიშნულია, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც პარიზის უნივერსიტეტთან -ახალი სორბონა, არანაირი კავშირი არ აქვთ. ამიტომ სტუდენტები სიტუაციის კონტროლს ვერ ახერხებენ.

ხელმძღვანელობის წერილში ნათქვამია, რომ უნივერსიტეტში ადგილი ჰქონდა ქურდობას და დაპირისპირებას, რის გამოც ერთი ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ამასთან დაკავშირებით გადაწყდა უნივერსიტეტის ოკუპირებული ტერიტორიის ევაკუაცია.

საფრანგეთში მიმდინარეობს სტუდენტებისა და მოსწავლეების პროტესტი, რომლებიც გამოსაშვები გამოცდების პროცესის ცვილელებებს აპროტესტებენ. 73 უნივერსიტეტიდან რამდენიმე მათგანის ბლოკირება მოხდა, საფრანგეთის ხელისუფელბაში აცხადებენ, რომ მათ შორის, ვინც უნივერსიტეტების ბლოკირებას ახდენს არა სტუდენტები, არამედ პოლიტიკური აქტივისტები არიან.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე