სერგეენკო 46%, ბაქრაძე 34%, წულუკიანი 31%, იზორია 22%, გახარია 21% - პოლიტიკური ფიგურების მიმართ დადებითი დამოკიდებულება - NDI

საქართველო, თბილისი - 12:50 | 30.04.2018
ნანახია: 763

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, პოლიტიკური ფიგურებსა და ლიდერებს შორის ყველაზე დადებითად (46%) ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს აფასებენ. მას უარყოფითად აფასებს გამოკითხულთა 6%.

მეორე ადგილზეა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძეა. მას დადებითად 34% აფასებს, უარყოფითად - 18%.

იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს დადებითად აფასებს გამოკითხულთა 31%, უარყოფითად 19%.

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორიას დადებითად აფასებს 22%, უარყოფითი 10 %.

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას დადებითად გამოკითხულთა 21% აფასებს, ხოლო უარყოფითი 7%-ს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ გრიგოლ ვაშაძეს დადებითად აფასებს 21%, უარყოფითად – 15%.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელის დადებითად აფასებს 18%, უარყოფითად 37%.

საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს გამოკითხულთა 17%-ს, უარყოფითი 9%-ს.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერ გიგი უგულავას დადებითად აფასებს 17%, ხოლო უარყოფითად 34%.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის მიმართ დადებითი შეფასება აქვს 13%-ს, ხოლო უარყოფითი 15%-ს.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეს დადებითად აფასებს გამოკითხულთა 12%, უარყოფითად – 12%.

უმრავლესობის დეპუტატ თამარ ჩუგოშვილს დადებითად აფასებს 11%, უარყოფითი – 11%.

ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძეს დადებითად აფასებს 9%, ხოლო უარყოფითად 5%.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. გამოკითხვას „CRRC-საქართველო“ ატარებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე