პარლამენტის საქმიანობას გამოკითხულთა 45% საშუალოდ აფასებს - NDI

საქართველო, თბილისი - 12:41 | 30.04.2018
ნანახია: 722

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 45% საქართველოს პარლამენტის საქმიანობას საშუალოდ აფასებს. 

28% ფიქრობს, რომ პარლამენტი ცუდად მუშაობს, 12% მიიჩნევს, რომ პარლამენტის საქმიანობა კარგია.

კვლევის მიხედვით, 8% პარლამენტის მუშაობას ძალიან ცუდად აფასებს, 1% ძალიან კარგად, ხოლო 7% ამბობს, რომ არ იცის.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. გამოკითხვას „CRRC-საქართველო“ ატარებს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე