იმედისა და რუსთავი 2-ის მიმართ ნდობა შემცირებულია - NDI

საქართველო, თბილისი - 12:35 | 30.04.2018
ნანახია: 970

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, მნიშვნელოვნად შემცირდა ნდობის მაჩვენებელი ტელეკომპანია იმედის, რუსთავი 2-ისა და პირველი არხის მიმართ.

დასმულ შეკითხვაზე - “ყველაზე მეტად რომელ არხებს ენდობით პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ სანდო ინფორმაციის მისაღებად? - გამოკითხულთა 33%-მა დაასახელა ტელეკომპანია “იმედი”, 27%-მა – “რუსთავი 2”, საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველი არხი კი მხოლოდ 4%-მა. არცერთ ტელევიზიას არ ენდობა გამოკითხულა 22%.

NDI-ის საქართველოს ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა საქართველოს მასშტაბით, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა, 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში. კვლევის ფარგლებში 2,194 პირისპირი ინტერვიუ ჩატარდა 2,194 რესპოდენტთან.

NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. გამოკითხვას „CRRC-საქართველო“ ატარებს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე