გამოკითხულთა 38% კალაძის საქმიანობას კარგად აფასებს, 31% საშუალოდ, 7% ცუდად, ხოლო 5% ძალიან ცუდად - NDI

საქართველო, თბილისი - 12:28 | 30.04.2018
ნანახია: 766

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, თბილისის მერის კახა კალაძის საქმიანობას გამოკითხულთა 38% კარგად აფასებს.

დედაქალაქის მერის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს გამოკითხულთა 15%, 31% საშუალოდ, 7% ცუდად, ხოლო 5% ძალიან ცუდად. კითხვაზე პასუხი არ იცის გამოკითხულთა 4%-მა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. გამოკითხვას „CRRC-საქართველო“ ატარებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე