NDI კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 65% NATO-ში, ხოლო 75% ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა

საქართველო, თბილისი - 12:04 | 30.04.2018
ნანახია: 713

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 65%-ისთვის ნატო-ში გაწევრიანება მისაღებია.

კვლევის თანახმად, კითხვაზე, მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი 20% აცხადებს, რომ არ არის მისაღები, ხოლო 15%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.

ამავე კვლევის მიხედვით, მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი გახდეს ევროკავშირის წევრი 75% აცხადებს, რომ მისაღებია, 15%-ისთვის მიუღებელია, ხოლო 9%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. გამოკითხვას „CRRC-საქართველო“ ატარებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე