გამოკითხულთა 52% კვირიკაშვილს საქმიანობას საშუალოდ აფასებს, მარგველაშვილის - 51%, ხოლო კობახიძის - 43% - NDI

საქართველო, თბილისი - 11:55 | 30.04.2018
ნანახია: 739

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობას გამოკითხულთა 52% საშუალოდ აფასებს, 22% - კარგად, 3% - ძალიან კარგად, 3% - ძალიან ცუდად.

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის საქმიანობას გამოკითხულთა 51% აფასებს საშუალოდ, 23% ფიქრობს, რომ კარგია, 3% მიაჩნია, რომ ძალიან კარგია, ხოლო 3% ფიქრობს, რომ მისი საქმიანობა ძალიან ცუდია.

გამოკითხულთა 43% საშუალოდ მიიჩნევს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის საქმიანობას, 17% ფიქრობს, რომ - კარგია, 2% - ძალიან კარგი, 5% - ძალიან ცუდი.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. გამოკითხვას „CRRC-საქართველო“ ატარებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე