როგორ ამინდს უნდა ველოდეთ უახლოეს დღეებში

საქართველო, თბილისი - 11:52 | 30.04.2018
ნანახია: 721

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 აპრილს და 1 – 2 მაისს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 1 - 2 მაისს +28, +33 გრადუსამდე მოიმატებს, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში კი +21, +26 გრადუსის ფარგლებში იქნება. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხამოკლე წვიმა და ელჭექი, 1 მაისს გორი - სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 
ჰაერის ტემპერატურა 30 აპრილს +18, +23 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 1 – 2 მაისს +22, +27 გრადუსამდე მოიმატებს.
ქ. თბილისში ღამის საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს, დღისით კი 1 – 2 მაისს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 30 აპრილს და 1 მაისს +21, +23 გრადუსია მოსალოდნელი, 2 მაისს +24, +26 გრადუსამდე მოიმატებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე