NDI კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება

საქართველო, თბილისი - 11:32 | 30.04.2018
ნანახია: 715

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის ფარგლებში გამოკითხულთა 39 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება.

 მასთან, კითხვაზე – “როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო“, 29 პროცენტმა უპასუხა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, ამდენივე – 29 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება, გამოკითხულთა სამმა პროცენტმა კი არ იცის.

„ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ (NDI) და „CRRC-საქართველომ“ მედიას დღეს 2018 წლის მარტში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგი წარუდგინეს.

NDI-ის საქართველოს წარმომადგენლობის ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილების ზღვარი +-2.2%-ია.

NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. გამოკითხვას „CRRC-საქართველო“ ატარებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე