ხვალ რომ არჩევნები იყოს - "ოცნება - 26%, ენმ - 8%, ევროპული საქართველო - 4% - NDI

საქართველო, თბილისი - 11:30 | 30.04.2018
ნანახია: 767

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 26% ქართულ ოცნებას მისცემდა ხმას, 8% - ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ხოლო 4% - ევროპულ საქართველოს. 13% ამბობს, რომ არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას, ხოლო 10% პასუხზე უარს ამბობს.

NDI-ის ცნობითვე, გამოკითხულთა 57% სავარაუდოდ მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობას

NDI-ის საქართველოს წარმომადგენლობის ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილების ზღვარი +-2.2%-ია.

NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. გამოკითხვას „CRRC-საქართველო“ ატარებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე