იტალიელმა პოლიციელებმა ქურდობის მცდელობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საქართველო, თბილისი - 11:18 | 30.04.2018
ნანახია: 1299

იტალიაში, მილანთან ახლოს ბინის ქურდობის მცდელობისას ქვეყანაში არალეგალურად მყოფი, საქართველოს 31 წლის მოქალაქე დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე იმ ბინის გაქურდვას ცდილობდა, რომელშიც არავინ იმყოფებოდა.

თვითმხილველებმა სახლიდან უცნაური ხმები გაიგეს, რის შემდეგაც პოლიცია გამოიძეს. დამნაშავემ მიმალვა სცადა, თუმცა სამართალდამცავებმა მისი დაკავება შეძლეს.

პოლიცია კიდევ ერთ საქართველოს მოქალაქეს, 27 წლის მამაკაცს ეძებს, რომელმაც გაქცევა მოახერხა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე