სირიის სამხედრო ბაზებზე ავიაიერიში განხორციელდა - დაღუპულია ათობით ადამიანი

საქართველო, თბილისი - 10:56 | 30.04.2018
ნანახია: 964

სირიის ქალაქების ხამისა და ალეპოს შემოგარენში სამთავრობო ძალების ობიქტებზე ღამით სარაკეტო დარტყმები განხორციელდა. ამ დროისათვის არ არსებობს ინფორმაცია თუ ვის მიერ განხორციელდა თავდასხმა, თუმცა მედია ეჭვობს, რომ იერიში ისრაელის არმიამ მოაწყო. მედიისვე ინფორმაციით, დაღუპულია ათეულობით ადამიანი, თუმცა ხელისუფლების მხრიდან აღნიშნული ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა.
იარაღის საწყობები, რომლებზეც თავდასხმა განხორციელდა, ალეპოს აღმოსავლეთით მდებარეობს.

ისრაელის არმიას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია საჰაერო დარტყმებში მისი შესაძლო მონაწილეობის შესახებ.

ისრაელმა სირიის ობიექტები მანამდეც არაერთგზის დაბომბა. ისრაელის ხელისუფლება თავის ქმდებას იმით ხსნის, რომ ცდილობს თანამედროვე შეიარაღება ხელში არ ჩაუვარდეს მტრულ ელემენტებს, მათ შორის ლიბანურ მოძრაობა „ჰეზბოლაჰს“, რომელიც სირიის ლიდერის ბაშარ ასადის მხარეს იბრძვის.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე