ბრიტანეთის შს მინისტრმა თანამდებობა სკანდალის ფონზე დატოვა

საქართველო, თბილისი - 10:32 | 30.04.2018
ნანახია: 704

დიდი ბრიტანეთის შს მინისტრი ამბერ რადი თანამდებობიდან გადადგა. გავრცელებული ცნობით, რადმა შესაბამისი გადაწყვეტილება გაერთიანებულ სამეფოში ე.წ. „Windrush-ის თაობის“ გარშემო აგორებული სკანდალის ფონზე მიიღო.

ასე მოიხსენიებენ ადამიანებს გემის სახელით, რომელმაც 1948 წლის 22 ივნისა დიდი ბრიტანეთში აფრიკიდან და კარიბის კუნძულებიდან მიგრანტები ჩაიყვანა, რომლებსაც მუშახელებად სამუშაო ძალის დეფიციტის შევსებისთვის  იყენებდნენ.

ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ მათი ნათესავები ბრიტანეთის ხელისუფლებამ არალეგალ მიგრანტებად ჩათვალა. ზოგიერთმა მათგანმა ქვეყანა დატოვა, ზოგმა კი შესაძლო დეპორტაციის შესახებ გაფრთხილება მიიღო. ისინი კარგავდნენ სამუშაოს და სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის უფლებას.

ბრიტანულმა მედიამ შეიტყო შს-ს დოკუმენტების შესახებ, სიადანაც გაირკვა , რომ სამინისტრომ მიგრანტები შეცდომით არალეგალებად მოიხსენია.  

მოგვიანებით ამბერ რადმა პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეისადმი გაგზავნილ წერილში თანბდმებობის დატოვების მიზეზები განმარტა.

რადმა აღიარა, რომ შედომაში შეიყვანა პარლამენტარები, თუმა ამისთვია მას არანაირი წინასწარი განზრახვა რა ჰქონია.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე