ისრაელელმა სამხედროებმა ღაზას სექტორში კიდევ სამი პალესტინელი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 10:00 | 30.04.2018
ნანახია: 749

ისრაელელმა სამხედროებმა ღაზას სექტორის საზვარზე სამი პალესტინელი მოკლეს. ერთ-ერთი მათგანი ისრაელში შეღწევას ცდილობდა, ორი კი ასაფეთქებელი მოწყობილობით ჯარისკაცებს თავს დაესხა. ამის შესახებ ისრაელის შეირაღებული ძალების განცხადებაშია ნათქვამი.


ისრაელის არმიამ სასაზღვრო ხაზზე ძალები  მარტის ბილოდან გააძლიერა. ამ პერიოდიდან პალესტინელები მრავალათასიან საპროტესტო აქციებს მართავენ სახელწოდებით „დაბრუნების დიდი მარში“.


უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში სამხედროებმა ისრაელისა და ღაზას სექტორის საზღვარზე 50 -მდე პალესტინელი მოკლეს. ისრაელი თავის ქმედებას თავდაცვით ხსნის და უარყოფს ბრალდებას გადამეტებული ძალის გამოყენების შესახებ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე