შუალედურ არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 57.9% შეადგინა - ცესკო

საქართველო, თბილისი - 21:18 | 28.04.2018
ნანახია: 1054

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 57.9% (27 846 ამომრჩეველი) შეადგინა. 

20:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი კანონის შესაბამისად დაიხურა. საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, საუბნო საარჩევნო კომისიებმა დაიწყეს ხმის დათვლის პროცედურები. შემაჯამებელ ოქმებს ცესკო მიღებისთანავე ეტაპობრივად ატვირთავს სპეციალურ ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge.

დღეს, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით #54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, ხონსა და ვანში ჩატარდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე