მომავალი წლიდან საქართველოს ავიაბაზარზე რუმინული ავიაკომპანია Blue Air შემოვა

საქართველო, თბილისი - 17:46 | 27.04.2018
ნანახია: 1153

2019 წლის ზაფხულის სეზონიდან ქართულ ავიაბაზარზე რეგულარული რეისების განხორციელებას რუმინული ავიაკომპანია Blue Air-ი გეგმავს. ავიაკომპანიის მენეჯმენტთან მოლაპარაკებები ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელმა ქეთი ალექსიძემ ბილბაოში აწარმოა, სადაც მხარეები ავიამიმართულებების განვითარების ყოველწლიურ ფორუმს ‘’Route Europe 2018“-ს ესწრებოდნენ.

როგორც ქეთი ალექსიძე განმარტავს, მოლაპარაკებები საკმაოდ წარმატებული იყო და Blue Air-ი ​ ბუქარესტი-თბილისი-ბუქარესტისმიმართულებით რეისების დაწყებას განიხილავს. ხოლო მეტი კონკრეტიკისათვისმხარეებს შორის მოლაპარაკებები კვლავ გაგრძელდება.

ის, რომ Blue Air-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენების დაწყებას განიხილავს, ამის წინაპირობა ის წარმატებული ჩარტერული რეისებია, რომელიც ავიაკომპანიამ თებერვალში უკვე განახორციელა.

აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია Blue Air-მა ოპერირება 2004 წელს დაიწყო, თუმცა 2016 წლის მაჩვენებლებით ქვეყნის უმსხვილესი ავიაკომპანიის სტატუსი მოიპოვა. ავიაკომპანია ძირითადად ბუქარესტისა და ტურინის აეროპორტებშიაბაზირებული. 2017 წელს ავიაკომპანია მთლიანობაში 5 მლნ მგზავრს მოემსახურა.

 

წყარო: http://ghn.ge/com/news/view/202096




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე