80 წლის კომიკოს მსახიობ ბილ კოსბის გაუპატიურების საქმეზე 30-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

საქართველო, თბილისი - 16:45 | 27.04.2018
ნანახია: 1118

პენსილვანიის შტატში ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ 80 წლის მსახიობი, კომიკოსი ბილ კოსბი გაუპატიურების საქმეზე დამნაშავედ ცნო და 30 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ტელეარხი CNN-ი იტყობინება.

ბრალდების თანახმად, 2004 წელს მან ნარკოტიკებით გააბრუა ანდრეა კონსტანდი და შემდეგ გააუპატიურა. დაცვის მხარე სექსუალური კავშირის ფაქტს არ უარყოფს, თუმცა აცხადებს, რომ ის ორივე მხარის თანხმობით მოხდა. ადვოკატები გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

როგორც CNN-ი იუწყება, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ათობით ქალმა კოსბი სექსუალურ შევიწროებასა და გაუპატიურებაში დაადანაშაულა. ამასთან საქმე სასამართლომდე მხოლოდ კონსტანდის მხრიდან გაჟღერებული ბრალდების შემდეგ მივიდა.

ბილ კოსბიმ პოპულარობა მოიპოვა აშშ-ში 1960-იან წლებში ტელესერიალ „მე- ჯაშუშის“ გამოსვლის შემდეგ. ამ სერიალში შესრულებელი მთავარი როლისთვის კოსბიმ სატელევიზიო პრემია „ემი“ მიიღო. ის პირველი აფროამერიკელი მსახიობი გახდა, რომელსაც ეს ჯილდო ხვდა წილად. 1969 წელს აშშ-ის ტელეეკრანებზე გამოვიდა კომედიური გადაცემა „ბილ კოსბის შოუ“.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე