ისტორიული შეხვედრა, ომი დასრულდა - ტრამპი ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერების შეხვედრას აფასებს

საქართველო, თბილისი - 15:50 | 27.04.2018
ნანახია: 889

„ისტორიული შეხვედრა“, -ასე აფასებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერების კიმ ჩენ ინისა და მუნ ჩჟე ინის შეხვედრას. ამის შესახებ ამერიკის პრეზიედენტი „ტვიტერში“ წერს.

 „ბირთვული გამოცდებისა და რაკეტების გაშვების მძიმე წლების შემდეგ იმართება ისტორიული შეხვერდა ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის. კარგი ამბები ხდება“, - წერს ტრამპი და აღნიშნავს, რომ კორეის ომი დასრულდა.

ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს სამხრეთ კორეის სამხედრო-სადერმაკაციო ხაზზე შეხვდნენ. მათ ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომლის თანახმად წყვეტენ ნებისმიერ მტრულ მოქმედებას ერთმანეთის წინააღმდეგ. მხარეები შეთანხმდნენ ორი ქვეყნის სარკინიგზო და საავტომობილო გზების გაერთიანების შესახებაც. 

კორეის სამიტის შემდეგ შესაძლოა მოხდეს კიმ ჩენ ინისა და დონალდ ტრამპის შეხვერაც გაიმართოს.  

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე