დაზვერვის ცენტრალურ სამმართველოს პირველად ქალი უხელმძღვანელებს

საქართველო, თბილისი - 15:24 | 27.04.2018
ნანახია: 734

ჯინა ჰასპელი პირველი ქალია, რომელიც ამერიკის დაზვერვის ცენტრალურ სამმართველოს უხელმძღვანელებს. ეს თანამდებობა ჰასპელმა მას შემდეგ დაიკავა, რაც მაიკ პომპეო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე დაინიშნა.

 „ჩემთვის დიდი პატივია ვუხელმძვანელო დაზვერვის ცენტრალურ სამმართველოს ამ კრიტიკულ მომენტში. გარდამავლი პერიოდის განმავლობაში სამმართველოს თანამშრომლებს ვთხოვე ორიენტირებულნი იყვნენ ჩვენი მნიშვნელოვანი მისიის ირგვლივ და გააკეთონ  ყველაფერი იმისათვის, რომ ამერიკა გახდეს უფრო ძლიერი და დაცული“, - განაცხადა ჰასპელმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე