ფაშინიანმა პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოითხოვა

საქართველო, თბილისი - 15:09 | 27.04.2018
ნანახია: 873

სპეციალიზირებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა გაარკვიონ ვინ არიან სომხეთში პოლიტპატიმრები, რათა გათავისუფლდნენ ასეთი პირები. ამის შესახებ საპროტესტო მოძრაობის ლიდერმა ნიკოლ ფაშინიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„სომხეთში პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ. მაგრამ ვინ არის ზუსტად პოლიტპატიმარი სპეციალიზირებულმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა უნდა გაარკვიონ. მაგრამ საერთოდ მიმაჩნია, რომ ქვეყანაში აუცილებელია საზოგადოებრივი თანხმობის აღდგენა“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

ამასთან მას არ დაუზუსტებია არიან თუ არა პოლოტპატიმრები იმ შეირაღებული ჯგუფის წევრები, რომლებმაც 2016 წელს ერევნაში საპატრულო პოლიციის შენობა დაიკავეს.

მანამდე სომხეთის ოპოზიციამ  2016 წელს  საპატრულო სამსახურის შენობაში შეიარაღებული შეჭრის შედეგად დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვა.

შეგახსენებთ, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებისგან შემდგარი შეიარაღებული ჯგუფი 2016 წლის 17 ივლისს ერევნის საპატრულო პოლიციის შენობაში შეიჭრა. თავდასხმის შედეგად სამი პოლიციელი მოკლეს. დაიჭრნენ პოლიციის თანამშრომლები და შეიარაღებული დაჯგუფების წევრები. 31 ივლისს თავდამსხმელებმა იარაღი დაყარეს და ხელისუფლებას ჩაბარდნენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე