თურქეთში „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი მეთაური დააკავეს

საქართველო, თბილისი - 13:26 | 27.04.2018
ნანახია: 893

თურქეთის ქალაქ იზმირის პოლიციამ ანტიტერორისტული ოპერაციის დროს „ისლამური სახელმწიფოს“ ოთხი მებრძოლი, მათ შორის სირიის ქალაქ დეირ-ეზ-ზორის ყოფილი ემირი, დააკავა.
დაკავებულები  დასავლეთში ლტოლვილების ნიღაბქვეშ გამგზავრებას აპირებდნენ.

მედიის ცნობით, დეირ-ეზ-ზორის ყოფილი ემირი გასული წლის დეკემბერში სირიის ქალაქ საიდათში 700 მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობაშია პასუხისმგებელი.

გავრცელებული ცნობით, ის „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაურის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადთნ დაახლოებული პირის სადამ ჯემალის ახლო ნათესავია.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე