პოლიციამ რეალითი შოუს გადაღების დროს ხმის ოპერატორი მოკლა (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 13:00 | 27.04.2018
ნანახია: 853

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ასახულია კაფეში ორმხრივი სროლა, რომლის შედეგად ამერიკული რეალითი შოუ COPS-ის ხმის ოპერატორეი დაიღუპა.

შემთხვევა 2014 წელს მოხდა, თუმცა ვიდეორგოლი მხოლოდ ახლა ნებრასკას შტატის დუგლასის ოლქის სასამართლოს გადაწყვეტილებით გავრცელდა.

სასამართლო განიხილავს საქმეს ქალაქის ხელისუფლებისა და პოლიციის მხრიდან გულგრილობის შესახებ. საქმე მას შემდეგ აღიძრა, რაც ხმის ოპერატორი ბრაის დიონი შოუს ღამის გადაღების დროს დაიღუპა. შოუს სამართალდამცავი ორგანოების მუშაობის შესახებ იღებდნენ.

პოლიცია კაფეს ძარცვის გამო გამოიძახეს. ადგილზე მისვლის შემდეგ ორი ოფიცერი შენობაში შეიჭრა, სადაც ეჭვმიტანილი იმალებოდა და ცეცხლი გახსნა. ერთი ტყვია დიონს მოხვდა, პოლიციელთა სამიზნე 32 წლის კორტეს ვაშინგტონი კი დაიჭრა და ცოტა ხნის შემდეგ გარდაიცვალა.

გაირკვა, რომ ვაშინგტონი არაცეცხლსასროლი იარაღით იყო შეირაღებული, რომელიც სამართალდაცველებმა საბრძოლო იარაღად მიიჩნიეს.

ადგილობრივი პოლიციის უფროსის თქმით, ოფიცრებს არჩევანი არ ჰქონდათ, გარდა იმისა რიმ სროლა დაეწყოთ. ბრალდების მხარე ხელისუფლებისა და სამართალდამცავი ორგანოების დასჯას მოითხოვს, რომლებსაც გადამღები ჯგუფის უსათრთხოება უნდა დაეცვათ.








არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე