პრეზიდენტი დალი ფანჯიკიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველო, თბილისი - 11:20 | 27.04.2018
ნანახია: 843

აქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მთარგმნელისა და გერმანისტის, დალი ფანჯიკიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს თანადგომას უცხადებს.

„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ბრწყინვალე მთარგმნელისა და გერმანისტის, დალი ფანჯიკიძის გარდაცვალების გამო.უდიდესია მისი წვლილი ევროპული კულტურის, გერმანული ლიტერატურის პოპულარიზაციისა და ქართველი ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში.

ამ უმძიმეს წუთებში თანადგომას ვუცხადებ მის შვილებს, ოჯახს და ვუსამძიმრებ მის ახლობლებს“, - ნათქვამია პრეზიდენტის სამძიმარში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე