ექსტრავაგანტული ქურდობა - წმინდანის მოპარული გული 6 წლის შემდეგ იპოვეს

საქართველო, თბილისი - 10:51 | 27.04.2018
ნანახია: 835

დუბლინში 6 წლის წინ დაკარგული კათოლიკე წმინდანის გული იპოვეს. წმინდა ლოურენს ოტულას გული დაუზიანებელ მდგომარეობაში ირლანდიის დედაქალაქის ერთ-ერთ სკვერში აღმოაჩინეს.

ექსტრავაგანტული ქურდობა კათედრალურ ტაძარში 2012 წელს მოხდა.

გამოძიების ცნობით, რელიქვიის დასაუფლებლად ქურდი ტაძარში დაიმალა და კარის დაკეტვას დაღამებამდე დაელოდა.

გულის ქურდმა ლითონის ცხაური, რომელიც ხის სკივრში მოთავსებულ წმინდანის გულს იცავდა, სპეციალური საჭრელით გადაჭრა.

ტაძრიდან გასვლის წინ მან ორი სანთელიც აანთო.

პოლიციამ ნაპოვნი გული ირლანდიის ეკლესიის არქიეპისკოპოსს მაიკლ ჯექსონს უკვე გადასცა.

დანაშაულის მოტივები უცნობია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე