სტამბოლში მოკლული საქართველოს მოქალაქე სამშობლოში გადმოასვენეს

საქართველო, თბილისი - 10:29 | 27.04.2018
ნანახია: 982

თურქეთში მოკლული ლუხუმ ჯანჯარია საქართველოში გადმოასვენეს. ცხედარს სარფის საბაჟოზე ოჯახის წევრები დახვდნენ. გარდაცვლილს საკუთარ სახლში დღესვე გადაასვენებენ.

ჯინჯარია სტამბოლის სკვერში გარდაცვლილი იპოვეს, მას ყელის არეში ჭრილობაა აქვს მიყენებული. მიზეზი ამ დრომდე უცნობია. ის თურქეთის ქალაქ იზმირში სამუშაოდ იყო წასული. ოჯახი იმ მამაკაცის დაკითხვას მოითხოვს, რომელმაც ჯინჯარია სამუშაოდ წაიყვანა. გარდაცვლილის შვილის თქმით, ჯინჯარია ქართველების მიერ არის მოკლული, თუმცა მას დაზუსტებით არაფრის თქმა შეუძლია. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე