სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებმა მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გამართეს

საქართველო, თბილისი - 10:28 | 27.04.2018
ნანახია: 729

სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებმა კიმ ჩენ ინმა და მუნ ჩჟე ინმა სასაზღვრო პუნქტში მოლაპრაკებების პირველი რაუნდი გამართეს. პირველი რაუნდის შედეგებით, მხარეებმა კონფრონტაციის დასრულებისა და ორ ქვეყანას შორის სარკინიგზო მიმოსვლის მოწესრიგების აუცილებლობის შესახებ ისაუბრეს. დღის განმავლობაში ორი კორეული სახელმწიფოს მეთაური განიხილავს ურთიერთობის გაუმჯობესების, მშვიდობისა და გაერთიანების პერსპექტივის საკითხებს.

კიმ ჩენ ინი და მუნ ჩჟე ინი ერთმანეთს დემარკაციულ ხაზზე შეხვდნენ.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კოლეგას შესთავაზა შეხვედრები ხშირად გამართონ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე