იტალიაში ქურდობისთვის საქართველოს მოქლაქე დააკავეს

საქართველო, თბილისი - 10:09 | 27.04.2018
ნანახია: 1009

იტალიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

შემთხვევა ქალაქ გალარატეში მოხდა. პოლიციამ 47 წლის მამაკაცი იმ დროს დააკავა, როდესაც ის დანაშაულის ადგილიდან მიმალვას ცდილობდა. სახლის პატრონი ქურდობის დროს მილანში იმყოფებოდა. მან სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით სახლში სიგნალიზაციის ამოქმედების შესახებ შეტყობინება მიიღო და პოლიცია გამოიძახა.

ადგილზე მოსულმა სამართალდამცველებმა 3 ადამიანი დააკავეს. მათ შორის ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა. ბრალდებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებულნი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე