27 აპრილს მოსალოდნელია უნალექო ამინდი

საქართველო, თბილისი - 10:05 | 27.04.2018
ნანახია: 786

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი. 27 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +26, +31, აღმოსავლეთ საქართველოში +23, +28 გრადუსია მოსალოდნელი.

28 – 29 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +19, +24 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 24, +29 გრადუსია მოსალოდნელი.

ქ. თბილისში  27 აპრილს უნალექო ამინდი იქნება. 28 – 29 აპრილს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა 29 აპრილამდე +26, +28 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე