თალაკვაძის თქმით, სახელისუფლებო ცვლილებები არ იგეგმება

საქართველო, თბილისი - 15:16 | 26.04.2018
ნანახია: 772

სახელისუფლებო ცვლილებები არ იქნება. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აკეთებს.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი წარმატებით გააგრძელებს დაწყებულ საქმეს და პარლამენტიც, ირაკლი კობახიძის თავმჯდომარეობით, სრულად დაუჭერს მხარს იმ რეფორმებს და დაპირებების შესრულებას, რომელიც მიცემული გვაქვს საზოგადოებისთვის.

"ბატონი ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს ჩვენს პარტიას. ჩვენ მხარს ვუჭერთ მთლიანად ამ გადაწყვეტილებას, რომელსაც პოლიტსაბჭოს სხდომის მერე უკვე პარტიის ყრილობაზე წარვადგენთ. ველოდები, რომ პარტიის ყრილობა სრული მხარდაჭერით დაამტკიცებს ამ გადაწყვეტილებას", - განაცხადა თალაკვაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე